ჩერნობილის კატასტროფის გაშუქება საბჭოთა მედიაში
1986 წლის 26 აპრილს მომხდარ ჩერნობილის კატასტროფას საბჭოთა პრესა 10 დღის შემდეგ გამოეხმაურა. გაზეთი კომუნისტი 7 მაისის სტატით მომხდარ აფეთქებას ასე აღწერს: „უცნაურად, უჩვეულოდ გამოიყურება პრიპიატი ვერტფრენიდან. ქათქათა
მრავალსართულიანი შენობები, ფართო პროსპექტები, ბაღები და სტადიონები...",
ხალხი ჩვეული რიტმით მუშაობდა, პანიკას ადგილი არ ჰქონია მიუხედავად "ცალკეული პანიკიორებისა" ადამიანები უფრო შეეკავშირდნენ და თავად დაამყარეს "წესრიგი"
"აფეთქებამ რეაქტორის სახურავი აგლიჯა, მის თავზე სამშენებლო კონსტრუქციები დაინგრა და ხანძარი გაჩნდა . ეს ღამით მოხდა...."

„როგორც ცნობილია ზოგიერთმა უცხოურმა სააგენტომ და ნაირ-ნაირმა „რადიოხმებმა" სცადეს პანიკა გამოეწვიათ- გადმოსცემდნენ ცნობებს ათასობით აამიანის დაღუპვის, ბირთვული აფეთქების, ჩვენი ქვეყნის მთელი ევროპული ნაწილისა და მეზობელი ქვეყნების ლამის საყოველთაო დასხივების შესახებ...

"სინამდვილეში მოსახლეობის უშიშროების უზრუნველყოფისა და მომხდარი ამბისადმი კონტროლის ღონისძიებანი ძალზე სწრაფად ხორციელდება...."

გაზეთი "კომუნისტი", 7 მაისი
მიუხედავად საბჭოთა პრესის რიტორიკისა, რომ პრიპიატში საგანგაშო არაფერი ხდებოდა კატასტროფამ დიდ მასშტაბებს მიაღწია. უჩვეულოდ მომატებული იყო რადიაცის დონე დასავლეთ ევროპაში, კერძოდ შვედეთში, დანიაში, ფინეთსა და ნორვეგიაში.
როდესაც შვედეთი თავდაპირველად საბჭოთა ატომური ენერგიის ინსპექციის საბჭოს დაუკავშირდა, მოსკოვმა უარყო, რომ უბედური შემთხვევა მოხდა.
თავდაპირველად მომხდარზე მცირე სატელევიზიო ჩართვა გაკეთდა; რეპორტაჟში ნაჩვენებია შავ-თეთრი ფოტო ჩერნობილის ქარხნის, სადაც ჩანდა როგორ მუშაობდა მუშა სავარაუდოდ შემთხვევის შემდეგ. სატელევიზიო კომენტატორმა მაყურებელს განუცხადა, რომ დასავლეთის ხანძრებისა და დიდი ზარალის შესახებ ინფორმაცია უსაფუძვლოა, და რომ გაწმენდის მცდელობები სტაბილურად წინ მიიწევდა.

კატასტროფი დროს აფეთქდა მე-4 რეაქტორი, მთლიანი ბირთვი გაშიშვლდა, ხოლო ატმოსფეროში რადიონუკლიდის გატყორცნა მოხდა. მიუხედავად რეგიონში მომატებული საფრთხისა არც საბჭოთა ხელისუფლება და არ პრესა მოსახლეობას არ აფრთხილებდა მომატებული რადიაციის შესახებ და პრიპიატის მოსახლეობა საზეიმოდ აღნიშნავდა პირველ მაისს.
ევროპული ქვეყნების აქტიურობამ რადიაციის დონის ზრდაზე, საბჭოთა ხელისუფლება აიძულა ეღიარებინა ჩერნობილის ატომურ ელექტოსადგურზე მომხდარი აფეთქება. საბჭოთა გაზეთებში სტატიები აქტიურად 7 მაისიდან 27 მაისამდე იწერებოდა. აქედან ყველაზე ბევრი სტატია გაზეთ კომუნისტში (13) დაიბეჭდა. აფეთქებას ასევე გაზეთები Komsomolskaya Pravda (3) და известия (7) აშუქებდა. სტატიებში უმეტესი ნაწილი საბჭოთა პროპაგანდას ეკავა, სადაც აქტიურად ხდებოდა უმნიშვნელო დეტალების რომანტიზება და დასავლური მედიის დადანაშაულება ანტისაბჭოურ პროპაგანდაში.
საბჭოთა ცენზურის პოლიტიკა
საბჭოთა მედია ყოველთვის ფრთხილი იყო ჩერნობილის მსგავსი სენსიტიურ საკითხების გაშუქებისას, ამრიგად ის ცდილობდა მომხდარი კატასტროფა გადაეფარა ისეთი მოვლენებით, რომლებიც საზოგადოებისთვის "მეტად მინშვნელოვანი" იყო იმ პერიოდში.

1986 წელს კი "მეტად მინშვნელოვანი" გორბაჩოვის გარდაქმნის ე.წ "პერესტროიკის" პოლიტიკა იყო. ამ თემას ყველა სსრკ გაზეთის მთავარი გვერდი ეთმობოდა

სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ჩერნობილის კატასტროფა, რომელის შესახებაც ინფორმაციას მხოლოდ გაზეთის ბოლო ფურცლებზე თუ შეხვდებოდა მკითხველი.

ჟურნალისტიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ლაურა კუტუბიძე საუბრობს საბჭოთა პრესის პოლიტიკაზე, რა სისტემით ხდებოდა ჩერნობილისა და ზოგადად ინფორმაციის გამოქვეყნება გაზეთებში.

ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება კატასტროფის ადგილზე
კატასტროფის მასშტაბურობის მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლება დიდი ძალისხმევით ცდილობდა ინფორმაციის ვაკუუმში მოქცევას და მცდელობამაც გაამართლა. აფეთქების ღამესვე ქალაქში ყველა საკომუნიკაციო ხაზი გადაჭრილი იყო. არა თუ უცხოელი ჟურნალისტების თავად ადგილობრივ ჟურნალისტებსაც ეკრძალებოდათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება. პირველი რეპორტაჟიც სამთავრობო არხის მიერ იქნა ჩაწერილი.

კატასტროფიდან ერთი თვის თავზე ჩერნობილში რეპორტაჟის გასაკეთებლად ჩავიდა 1986-1989 ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის ხელმძღვანელი არმაზ სანებლიძე. იგი საბჭოთა მედიის მიერ ჩერნობილის აფეთქებისგაშუქებას "არაფრის გაგების სურვილს" უწოდებს, რადგან კატასტროფაზე ინფორმაცია შეზღუდული იყო და პირველ კვირებში, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის ინფორმირება, საბჭოთა პრესა მოვლენებს არ აშუქებდა.

არმაზ სანებლიძე იხსენებს, რომ ჩერნობილში ჩასვლის უფლება პირადი კონტაქტებით მოიპოვა, ხოლო კატასტროფის ადგილზე რეპორტაჟის მომზადებისას არ ეძლეოდა შესაძლებლობა თავისუფლად განეხორციელებინა ჟურნალისტური საქიანობა.
საბჭოთა პრესის პასუხი დასავლეთის ანტისაბჭოურ პროპაგანდას
აფეთქების შემდეგ სტატიებში გაზეთები აქტიურად აკრიტიკებდნენ დასავლეთის, კერძოდ ვაშინგტონის მიერ გავრცელებუ „ნარატივებს";

„ნიუ-იორკი. „პათოლოგიური ანტისაბჭოური გამოვლინება"- ასე დაახასიათა მშვიდობის მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტმა რომეშ ჩანდრამ, ინდოეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა, პროპაგანდისტული კამპანია, დიდის ამბით რომ გააჩაღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის გამო.

.... „ ამერიკის გარკვეული წრეები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი პრაქტიკულად მთლინად ჩქმალავენ საბჭოთა და სხვა წყაროებიდან მიღებულ ობიექტურ ინფორმაციას. ამის ნაცვლად გამართული აქვთ მონაჩმახებისა და მონაჭორების მთელი კონვეირი."


გაზეთი "კომუნისტი", 13 მაისი

გაზეთ კომუნისტსა და известия-ში ხშირად შეხვდებით მსგავს სტატიბს:
„მოდით ვაღიაროთ, რომ წინდაუხედავად მოვიქეცით"- ნიუს ენდ უორლდ რეპორტი"

„"ი.ს ნიუს ენდ უორლდ რეპორტი" აღნიშნავს „ დასავლეთის პრესის სწრაფვას სენსაციურობისაკენ" და აცხადებს, რომ ამერიკის გაზეთების ზოგიერთი ცნობა „ნაბოდვარს უფრო ჰგავს" „
"ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მოხდარი ავარია საბაბი გახდა სსრ კავშირის წინააღმდეგ "ფსიქოლოგიური ომის" გაქტიურებისათვის..... მარტო 1979 წელს ამერიკის ატომურ ელექტროსადგურებში მოხდა 2300-ზე მეტი სხვადასხვა ავარია..."
ჩერნობილის ატომურ ელექროსადგურეზე მომხდარი აფეთქების შედეგად ასჯერ უფრო მეტი რადიაცია გაიფანტა, ვიდრე ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბების დეტონაციისას.
საბჭოთა ხელისუფლებას და მათ შოსრის პრესას ჰქონდა მნიშვნელოვანი "ფორმულა" აღნიშნული თემის გაშუქებისას, რაც გულისხმობდა ინფორმაციის დაფარვასა და ყურადღების გადატანას უმნიშვნელო დეტალებზე.

დღესაც რუსეთი აქტიურად ცდილობს მსგავსი პოლიტიკის გაგრძელებას; ამერიკული HBO-ს მიერ გადაღებულ სერიალს "ჩერნობილი" დაუპირისპირა საკუთარი პროდუქტი "მინი-ჩერნობილი" და პრემიერიდან რამდენიმე კვირაში საკუთარი ვერსიის ანონსიც გამოუშვა, რითაც ცდილობს საბჭოთა კავშირის "დაშვებული" შეცდომების გამოსწორებას.

30 წლის შემდეგ რუსეთი ისევ იკავებს თავს ჩერნობილის კატასტროფის დეტალების გახმაურებაზე და ცდილობს სატელევიზიოს სერიალის მეშვეობით, შექმნას ახალი ნარატივი რითაც დაამტკიცებს რომ არსებული უბედურების უკან ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური CIA იდგა.

ანა ებანოიძე
სტატიის ავტორი
2019
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website